აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

ღირებულებები - კონცეფცია, კვლევა და ალტერნატიული მიდგომა

ლევან თარხნიშვილი_2013

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

მოცემული ნაშრომი განიხილავს ღირებულებებს და მათ როლს საზოგადოების ფორმირებასა და განვითარებაში. კერძოდ კი მოდერნიზაციის თეორია და მისი განვითარების სტადიები, მოდერნიზაცია და დემოკრატიული განვითარება, ღირებულებების კლასიფიკაცია და მისი ცვლილებები. სოციალურ მეცნიერებებში ღირებულების ცნებას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. ღირებულებები მნიშვნელოვანია, როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეზე. სწორედ ღირებულებების გარშემო ხდება საზოგადოებისა და მისი ცალკეული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და განვითარება. ღირებულებები და ფასეულობები განსაზღვრავენ თუ განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება საზოგადოება, სახელმწიფო - მისი ცალკეული ინსტიტუცია თუ ინდივიდუუმი. ფასეულობათა გარშემო ყოველდღე მიმდინარეობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული დისკუსია და შედარება.

სადისერტაციო ნაშრომის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს ამერიკელი პოლიტოლოგის რონალდ ინგლეჰარტის კონცეპციის და ფენომენოლოგიური სოციოლოგიის, უფრო კონკრეტულად კი ცოდნის სოციოლოგიის ლუკმანბერგერისეული ვერსიის შედარება. ამ ნაშრომში ჩვენ შევეცდებით დადებით მხარეებთან ერთად ამ კონცეპციის სისუტეებიც წარმოვაჩინოთ და გარკვეულწილად ღირებულებების კვლევის ალტერნატიული გზაც შემოგთავაზოთ განსჯისთვის. ძირითადი საძიებო სიტყვები: ღირებულება, ტრანსფორმაცია, საქართველოს საზოგადოება

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.