აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

ვიზუალური ნიშნების ტრანსფორმაცია: მხატვრული ფორმები და კონცეფციები პოსტმოდერნისტული ხელოვნების ქართულ ვერსიაში

ხათუნა ხაბულიანი_2016

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 5); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

სადისერტაციო ნაშრომი - ვიზუალური ნიშნების ტრანსფორმაცია: მხატვრული ფორმები და კონცეფციები პოსტმოდერნისტული ხელოვნების ქართულ ვერსიაში წარმოადგენს უახლეს ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესის კვლევას. ნაშრომი მოიცავს პერიოდს 1990-იანი წლებიდან დღემდე, ანუ იმ მომენტიდან, როცა საქართველომ დაიწყო ახალი ისტორია დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით და თითქმის ყველა მანამდე არსებული ინსტიტუცია, სოციალურ-კულტურული ურთიერთობების მოდელები ან საერთოდ გაუქმდა, ან ცვლილებების გზას დაადგა. ქართული ვიზუალური ხელოვნების თვითგანსაზღვრა, ახალ მოცემულობაში საზრისის ძიება უშუალოდ უკავშირდება საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებთან ურთიერთობების გზების პოვნისა და სამოქმედო სივრცის გაფართოების მცდელობებს.

ამ მცდელობებს წინა ისტორიაც ჰქონდათ, - მიუხედავად საბჭოთა ცენზურისა, რეჟიმის პირობებშიც არსებობდნენ ის ხელოვანები, ვინც თავისი დროის აქტუალური ხელოვნებით იყვნენ დაინტერესებულნი და თვითონაც ქმნიდნენ ნონკონფორმისტულ ხელოვნებას, ხოლო პერესტროიკის პერიოდში უკვე ცალკეული ჯგუფებიც გამოჩნდნენ, რომლებიც იზოლაციის პერიოდში გამოტოვებული გამოცდილებების გადააზრებას შეუდგნენ და საკუთარ კონტექტში მათი ჩართვით ექსპერიმენტების შემოტანა გადაწყვიტეს. პოსტმოდერნისტული ხელოვნების მთავარ მახასიათებლად ფორმებისა და მედიუმების უკიდურესი ლიბერალიზაცია განიხილება; ვიზუალურ ხელოვნებაში ჩვენი დროის ხელოვანი სურვილისამებრ ირჩევს მედიუმს, ფორმატს, კონტექსტს. მას შეუძლია არჩევანის მიხედვით იმუშაოს ვიდეო არტში, ინსტალაციის ფორმატში, ახალი მედიები გამოყენოს, აკეთოს ტრადიციული ფერწერისა და გრაფიკის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, ან მედიუმების სინთეზით იმუშაოს.

აღარ არსებობს შეზღუდვები ან დაკანონებული ესთეტიკური ნორმების დაცვის მოთხოვნები. თავისუფლების ეს ხარისხი იმ ინფორმაციის უსასრულო ნაკადთან ერთად, რაც ახალმა მოცემულობამ მოიტანა ერთგვარ პრობლემად იქცა პოსტტოტალიტარული ქვეყნების კულტურული ზოგადი პროცესებისათვის. ქართული სახელოვნებო სივრცისთვისაც არ იყო იოლი ახალი პირობების მიღება და იმ საერთაშორისო არტ სცენის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლის შედეგადაც ის თანადროული ხელოვნების აქტუალური პროცესების თანაბარუფლებიანი წევრი გახდებოდა. ქართული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ისტორია რთულ კონტექსტში ვითარდება და სირთულეს ამძაფრებს ამ თემაზე არსებული კვლევების სიმცირე, არტ კრიტიკის ფრაგმენტულობა, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თანამედროვე ხელოვნების კვლევების მეთოდოლოგიები ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფისთვის არის ცნობილი.

საბჭოთა ისტორიის მანძილზე აღიარებული იყო როგორც მხატვრული ხედვის ერთი მოდელი, გამოხატული სოციალისტურ რეალიზმში, ასევე მხოლოდ ერთი თეორიული მიდგომა სტილისტური ანალიზის სახით. ამ ბაზით შეუძლებელია თანამედროვე ხელოვნების წაკითხვაცა და შექმნაც. ამასთან, პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების თანამედროვე ხელოვნება თავის სპეციფიკასაც ატარებს და კვლევის არსებული დასავლური და

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.