აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

ხელოვნება და ხელოვანები რომის კათოლიკური ეკლესიის მეცენატობის პირობებში - მიქელანჯელოს მიერ განხორციელებული პროექტების

გიორგი ჭეიშვილი_2014

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 3).

კვლევა - „ხელოვნება და ხელოვანები რომის კათოლიკური ეკლესიის მეცენატობის პირობებში - მიქელანჯელოს მიერ განხორციელებული პროექტების მაგალითზე“ ერთგვარი მცდელობაა წარმოვაჩინოთ ყველა ის ძირითადი ტენდენცია, რაც XV-XVI საუკუნის დასავლურ კულტურაში არსებობდა და მკაფიოდ ავსახოთ ხელოვანისა და რომის კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობის ქრონიკა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მიქელანჯელო ბუონაროტის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებსა და მათ თავისებურებებთან. კვლევის მიზანია წარმოაჩინოს რენესანსის პერიოდში, ხელოვნების განვითარებაში რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ შეტანილი წვლილი, იმისათვის, რათა კონკრეტული ფაქტების მეშვეობით დავინახოთ, თუ რა სერიოზული როლი შეასრულა (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც) ძლიერმა რელიგიურმა ინსტიტუციამ ხელოვნების განვითარებაში და ეპოქისა და ჰუმანისტური მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, ამ ეკლესიის მსოფხედველობის მიუხედავად, ცენზურის აპარატად არ იქცა.

ეს კი სრულიად საპირისპირო სურათია იმ ვითარებისა, რაც XXI საუკუნის საქართველოში სუფევს, ქვეყანაში, სადაც უფრო და უფრო ძლიერდება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები და მათი პოზიციის გამზიარებელი საზოგადოებრივი ჯგუფები ავტორებსა და მათ შემოქმედებას კონკრეტულ ჩარჩოებს უწესებენ და ცენზურის ერთგვარ აპარატად გვევლინებიან. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კვლევის ფარგლებში XV-XVI საუკუნის კათოლიკური ეკლესიის იმ ლიდერების დამოკიდებულება ხელოვნებისა და ხელოვანების მიმართ, რომელთაც ფლორენციელ მოქანდაკე, მხატვარ და არქიტექტორ მიქელანჯელო ბუონაროტისთან მოუხდათ თანამშრომლობა ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე ის აგრესიით გაჟღენთილი დამოკიდებულება, რასაც საქართველოში არსებული რელიგიური და საზოგადოებრივი ჯგუფები იჩენენ თანამედროვე, „არაკონიუნქტურული“ შემოქმედებისა და ხელოვანების მიმართ.

ძირითადი საძიებო სიტყვები: მიქელანჯელო, რომის კათოლიკური ეკლესია, საქართველო, ცენზურა,

სრული ტექსტი: PDF, 43 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.