აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

აბსურდის თეორია და აბსურდის თეატრი ქართულ სცენაზე

მართა კოპაძე_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 2).

აბსურდის ლიტერატურა მუდამ იყო და არის ხალხის ინტერესის საგანი, რადგან, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანთათვის ახლობელი ხდება განცდა აბსურდისა, მოჰყვება გრძნობა იმისა, რომ ამ სამყაროში ის არაფერს წარმოადგენს და ყოველი ქმედება თუ უმოქმედობა, აზრსმოკლებულია. ამ ყოველივეს კი განაპირობებს ის დაბრკოლებები და განუხორციელებელი სურვილები, რომლებიც აწუხებს ადამიანს და რომელსაც იწვევს იმ მოვლენათა გააზრება, რაც ხდება ხოლმე ჩვენ გარშემო. საბოლოოდ, ადამიანი ერთ დღესაც ჩიხში აღმოჩნდება და გამოსავალს ვეღარ პოულობს. სწორედ ამიტომაა ამგვარ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის აბსურდის დრამა ასეთი ახლობელი და გასაგები, შესაბამისად, ყოველთვის აქტუალურიც.

ნაშრომის მიზანია, აბსურდის თეორიაზე დაყრდნობით, გამოკვეთოს მისი მნიშვნელობა ადამიანისათვის, გამოყოს ის მიზეზები, თუ რატომაა ის ყველა დროში აქტუალური და რატომ ვფიქრობთ, რომ ასევე იქნება მომავალშიც; ასევე, ნაშრომის ამოცანაა სხვადასხვა პიესათა ანალიზის საფუძველზე გამოყოს აბსურდის დრამის დამახასიათებელი ნიშნები; გამოკვეთოს აბსურდის ლიტერატურის ნიმუშების მიმართება როგორც ერთმანეთთან, ისე განსხვავებული ტიპის ტექსტებთან შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე; საბოლოოდ კი, აღნიშნული პიესები მოიძიოს ქართულ სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში და გამოიკვლიოს, თუ როგორ აღიქვეს იგი ქართულ სინამდვილეში, რამდენადაა ტექსტები ტრანსფორმირებული, როგორია რეჟისორთა ხედვა, რა შეცვალეს, რამდენად კრეატიულადაა წარმოდგენილი ისინი, ამძიმებს თუ არა ტექტს დადგმა და ა.შ.; ასევე, მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ თუ რამდენად აქტუალური იყო და არის ის ქართულ რეალობაში.

ნაშრომის ერთ-ერთი ამოცანაა აბსურდის დრამის ზოგადფსიქოლოგიურ ჭრილში დანახვა და თემის განზოგადება კერძო მაგალითებზე დაყრდნობით. ასევე, ნაშრომის მიზანია, საბოლოოდ, მსჯელობის საფუძველზე, დაამტკიცოს, რომ აბსურდის თეორია

სრული ტექსტი: PDF, 51 გვერდი. ნაშრომის გახსნა

ამ ნაშრომის აბსტრაქტი და სრული ტექსტი ხელმისაწვდომია OpenScience.ge-ზე: openscience.ge/handle/1/644

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.