Close
Share
Paper
Giorgi Okropiridze - "Dabakhana"; Complex study and conservation/restauration
Sesili Sordia_2018Abstract
Abstract taken from the full text of the paper (PDF, page 7). (in Georgian)გიორგი ოქროპირიძის ნამუშევარზე - „დაბახანა“ კომპლექსური საკონსერვაციო-სარესტავრაციო პროცესებისა და კვლევების სწორად წარმართვამ, დადებით შედეგამდე მიგვიყვანა. ფერწერულ ტილოზე, მძიმე დაზიანებებიდან გამომდინარე, მუშაობის ხანგრძლივმა პროცესმა შეაჩერა დაზიანებათა მიმდინარეობა. აღდგა სურათის მთლიანობა, ნაწილობრივ მოიხსნა გვიანი პერიოდის ჩარევების შედეგად მიღებული დაზიანებები. ჩატარებულმა სამუშაოებმა განამტკიცა ნამუშევრის მდგრადობა, რაც მის ხანგრძლივ დაცულობას უზრუნველყოფს. აღდგენილი ტილო დაუბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს - ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, სადაც დაცული იქნება ფერწერისთვის აუცილებელი ყველა პირობა. ტილოს კომპლექსური შესწავლა და საკონსერვაციო/ სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა სამ ეტაპად.
პირველი ეტაპი მოიცავდა: სახელოვნებათმცოდნეო კვლევას; ავთენტური მასალის შესწავლას; დაზიანებათა ტიპებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას. მეორე ეტაპზე განისაზღვრა სარესტავრაციო/საკონსერვაციო სამუშაოები, ხოლო მესამე ეტაპი უშუალოდ მოიცავდა დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას.
Full text: PDF, 89 pages. The full text is available in Georgian. Open the paper