აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

გიორგი ნიკოლოზის ძე ოქროპირიძე - „დაბახანა“ კომპლექსური კვლევა და კონსერვაცია/ რესტავრაცია

სესილი სორდია_2018

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 7).

გიორგი ოქროპირიძის ნამუშევარზე - „დაბახანა“ კომპლექსური საკონსერვაციო-სარესტავრაციო პროცესებისა და კვლევების სწორად წარმართვამ, დადებით შედეგამდე მიგვიყვანა. ფერწერულ ტილოზე, მძიმე დაზიანებებიდან გამომდინარე, მუშაობის ხანგრძლივმა პროცესმა შეაჩერა დაზიანებათა მიმდინარეობა. აღდგა სურათის მთლიანობა, ნაწილობრივ მოიხსნა გვიანი პერიოდის ჩარევების შედეგად მიღებული დაზიანებები. ჩატარებულმა სამუშაოებმა განამტკიცა ნამუშევრის მდგრადობა, რაც მის ხანგრძლივ დაცულობას უზრუნველყოფს. აღდგენილი ტილო დაუბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს - ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, სადაც დაცული იქნება ფერწერისთვის აუცილებელი ყველა პირობა. ტილოს კომპლექსური შესწავლა და საკონსერვაციო/ სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა სამ ეტაპად.

პირველი ეტაპი მოიცავდა: სახელოვნებათმცოდნეო კვლევას; ავთენტური მასალის შესწავლას; დაზიანებათა ტიპებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას. მეორე ეტაპზე განისაზღვრა სარესტავრაციო/საკონსერვაციო სამუშაოები, ხოლო მესამე ეტაპი უშუალოდ მოიცავდა დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას.

სრული ტექსტი: PDF, 89 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.